თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აქტუალობას იძენს განათლების ყველა საფეხურზე, ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს სთავაზობს ცოდნის კონსტრუირებისა და უნარების ჩამოყალიბების მრავალფეროვან საშუალებასა და მოდალობას.
უფროსებისთვის გასაკვირად, ბავშვები ძალიან მარტივად, სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეუფლებიან სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიების გამოყენებას
თეა მასწავლებელი სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლის „ციფრული სკოლის“ გუნდის წევრია. ამიტომ ის პირველია, ვინც წარმატებისთ იყენებს ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მე-2 გ კლასში ჩატარებული გაკვეთილები მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ. ბავშვები ხალისით იყენებენ პროგრამა plickers.
ფოტოები გამოქვეყნებულია მოსწავლეების მშობლების თანხმობით.
ReplyDelete