ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება მე-2 კლასში


ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მე- 2 გ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს რესურსები და პრეზენტაცია გააკეთეს კლასის წინაშე. თემა -„ჩემი საყვარელი ცხოველი. “
თეა მასწავლებელი ფიქრობს, რომ სასწავლო  პროცესში ძალიან მნისვნელოვანია ციფრული და მედიაწიგნიერების კომპეტენციების გამოყენება, რაც   ხელს უწყობს   მოსწავლეებში ახალი მასალის, ინფორმაციის, მხატვრული თუ საინფორმაციო ტექსტების აღქმა-გააზრებას, მიღებული ინფორმაციის  შეფასებასა და  მოსწავლეთა  სამყაროში ორიენტირებას.
მოსწავლეები მოკლე დროში  მეტი და ხარისხიანი ინფორმაციას ითვისებენ, ერთვებიან  რესურსების შექმნის პროცესში.
მეპრეკლასელი მოსწავლეები ახორციელებენ პროქეტს, ამზადებენ ელექტრონულ  რესურს და პრეზენტაციასაც  დიდი ხალისით   ეკიდებიან. 
თეა მასწავლებელი „ციფრული სკოლის “  გუნდის წევრია. მისი მოსწავლეების წარმატებით იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს...



ეს პატარები, მართალია, მხოლოდ მეორე კლასში სწავლობენ, მაგრამ  თავდაჯერებული პრეზენტატორი არიან...

სასწავლო პროექტისათვის ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიეს,  დაახარისხეს, ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით პრეზენტაცია მოამზადეს და მეგობრებსა და მშობლებს წარუდგინეს.


პრეზენტაციამდე ჯერ საგულდაგულოდ უნდა  მოემზადოს ეს პატარა, შემდეგ კი პრეზენტაციის საპასუხისმგებლო დროც დგება, მითუმეტეს, რომ დედიკო უსმენს...



No comments:

Post a Comment

სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლა