ჩვენს სკოლაში ციფრული ტექნოლოგიები ინერგება


სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლა ერთ-ერთია ქვეყვის იმ 50 სკოლას შორის, რომლებშიც  „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება. „ციფრული სკოლისა“ და „ახალი სკოლის მოდელის“  ციფრული კომპონენტის ინტეგრაციამ სკოლას ახალი პერსპექტივა დაანახა - სწავლა-სწავლების ხარისხი  მაღალ სტანდარტს დაუახლოონ.



პროგრამის ფარგლებში პედაგოგები  გაეცნენ ახალ ინსტრუმენტებს „ვსწავლობთ თამაშით“და დავიწყეთ დანერგვა. 
ახალი კომპიუტერული თამაში მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის მიხედვით უკვე მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და  ნასწავლის გადამოწმებაში შეუწყობს ხელს.
ინტერაქტიული სწავლების შემოღება განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ეს მომავლის სკოლაა,  ჩვენი სკოლა მომავლის სკოლაა. 


პედაგოგი ელზა თეთრაშვილი „ციფრული სკოლის“ გუნდის წევრია.   ელზა მასწავლებელმა აქტიურად დაიწყო ტექნოლოგიების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე




ეს საინტერესო სიუჟეტი მე-4 კლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით  შექმნეს.



 ვატო და სხვა მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში სწავლა ძალიან სახალისო გახდა, აბა გამოიცანით, რატომ ფიქრობენ ვატო და მისი მეგობრები ასე?..




ელზა მასწავლებელი განმავითარებელი შეფასებისათვის წარმატებით იყენებს ციფრული  ტექნოლოგიების ინსტრუმენტებს.





No comments:

Post a Comment

სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლა