„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.
პროექტის ერთ-ერთი მიართულებაა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებზე მასწავლებლები სწავლობენ პროგრამა „ვსწავლობთ თამაშით“, სადაც ხდება მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ ტექსტის მიედვით სიუჟეტის შექმნა, რასაც საკმად ხალისით ეუფლებიან. ტრენინგებზე აგრეთვე მუშაობენ MicrosoftOffice 365 -ის რესურსებით. საკუთარ პორტფოლიოს განათავსებენ ღრუბლოვან სისტემაში - One Drive, ჩანაწერებს აკეთებენ დღიურში (ბლოკნოტში) - One Notebook, შექმნიან კლასებს და იმუშავებენ კლასებთან Class Notebook, შექმნიან online პრეზენტაციებს Office 365 - ის პროგრამაში Power Point, შექმნიან ჯგუფებს და ჩაატარებენ Online შეხვედრებს პროგრამა Teams-ის მეშვეობით, შექმნიან გამიკითხვის ფორმებს და ტესტებს Forms-ის მეშვეობით, შეისწავლიან თუ როგორ გამოიყენონ Minecraft education და ვიზუალური პროგრამირება Scratch გაკვეთილებზე.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებზე განვითარებული უნარ-ჩვევები მასწავლებლებს ეხმარება სასწავლო პროცესის დაგეგმვისათვის საჭირო რესურსი ინტერნეტსივრცეში განათავსონ და სხვა კოლეგებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.






No comments:
Post a Comment