Monday, 6 May 2019

ციფრული სკოლა

 სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტში „ციფრული სკოლა-საქართველო“.
რამდენიმე სიტყვით  პროექტის შესახებ:
როგორც პროექტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). მონაწილეები:
  • სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
  • სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
  • ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
  • მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
პროექტში მონაწილეობა ასევე დაგეხმარებათ:
  • სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოთ და განახორციელოთ, მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები
  • სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოთ მომავალი სასწავლო წლისთვის
  • სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც მზადაა ციფრული ინოვაციების დასანერგად.
სწორედ  ამიტომ სკოლის გუნდი აქტიურად არის ჩართული პროექტის ტრენინგებსა და აქტივობებეში. 
სკოლის გუნდი:
1.რუსუდან კეკელიძე -დირექტორი
2. მზია ხუციანიძე-დირექტორის მოადგილე,
3. ნანა კიკნაძე - ინფორმაციოლ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯერი,
4. ეთერ ხარაზიშვილი -მათემატიკის მასწავლებელი,
5. ელზა თეთრაშვილი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი,
6. თეა ჟიჟილაშვილი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლის გუნდი
გთავაზობთ  ფოტოკოლაჟს.
ტრენინგები  საოცრად საინტერესო და საქმიანია
მუდამ საქმიანი და ხალისიანი ტრენერები
კოლეგებთან მუშაობა მუდამ საინტერესოა.

No comments:

Post a Comment

სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლა