სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტში „ციფრული სკოლა-საქართველო“.
რამდენიმე სიტყვით პროექტის შესახებ:
როგორც პროექტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.

პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). მონაწილეები:
- სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
- სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
- ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
- მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
პროექტში მონაწილეობა ასევე დაგეხმარებათ:
- სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოთ და განახორციელოთ, მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები
- სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოთ მომავალი სასწავლო წლისთვის
- სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც მზადაა ციფრული ინოვაციების დასანერგად.
სწორედ ამიტომ სკოლის გუნდი აქტიურად არის ჩართული პროექტის ტრენინგებსა და აქტივობებეში.
სკოლის გუნდი:
1.რუსუდან კეკელიძე -დირექტორი
2. მზია ხუციანიძე-დირექტორის მოადგილე,
3. ნანა კიკნაძე - ინფორმაციოლ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯერი,
4. ეთერ ხარაზიშვილი -მათემატიკის მასწავლებელი,
5. ელზა თეთრაშვილი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი,
6. თეა ჟიჟილაშვილი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს.

![]() |
სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლის გუნდი |
![]() |
ტრენინგები საოცრად საინტერესო და საქმიანია |
![]() |
მუდამ საქმიანი და ხალისიანი ტრენერები |
![]() |
კოლეგებთან მუშაობა მუდამ საინტერესოა. |